ნომრები

დასასვენებელი კომპლექსი „ანდამატი“ მდებარეობს ლანჩხუთის რაიონის დაბა გრიგოლეთში, საქართველოს კურორტ მალთაყვასა და მაგნიტური ქვიშებით ცნობილ კურორტ ურეკს შორის. კომპლექსის ტერიტორია 2.5 ჰექტარს შეადგენს. მისი უდიდესი ნაწილი დაფარულია მრავალწლიანი ფიჭვნარით, რომელიც ქმნის იდეალურ მიკროკლიმატს დასვენებისა და გართობისათვის. ეს კლიმატი განსაკუთრებით სასარგებლოა გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ზღვის სანაპირო ზოლი წარმოადგენს სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის პლაჟს. დასასვენებელ კომპლექსში 33 კეთილმოწყობილი ნომერია: 24 სტანდარტული, 6 ნახევრადლუქსი და 3 ლუქსი. ყველა ტიპის ნომერი უზრუნველყოფილია ინდივიდუალური სანკვანძით, მარაგდება ცხელი და ცივი წყლით, კონდიციონერით, ტელევიზორით, და ტელეფონით. ნომრის ღირებულებაში შედის ერთჯერადი კვება. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სამრეცხაოთი და მინი სეიფით. დამსვენებელთა განკარგულებაშია 70 ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი და საკუთარი, დაცვით უზრუნველყოფილი ავტოსადგომი. დასასვენებელ კომპლექსში ფუნქციონირებს რესტორანი ქართული და ევროპული სამზარეულოთი, ბარი, ბუნგალო ზღვის სანაპიროზე. იდეალური პირობებია შექმნილი ყველაზე პატარებისთვისაც. ისინი მთელი დღის მანძილზე ანიმატორების გართობისა და მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან, რაც დიდ კომფორტს ქმნის მშობლების დასვენებისათვის. „ანდამატის“ საცურაო აუზი ივსება ზღვის გაფილტრული წყლით, აქვეა განლაგებული ჩოგბურთის და ბადმინტონის კორტი, მაგიდის ჩოგბურთი, საბილიარდო, პლაჟის ფრენბურთისა და პლაჟის ფეხბურთის მოედნები, ღამის კლუბი, წყლის სხვადასხვა ატრაქციონები. კომპლექსის ფიჭვნარი მოფენილია ჰამაკებით, რომელიც შუადღის ხვატის დროს საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ და დატკბეთ ბუნგალოდან მომავალი ტკბილი ჰანგებით. კომპლექსის კეთილმოწყობილი პლაჟი ყოველდღიურად სუფთავდება და ივარცხნება.